ისნის რაიონის გამგეობა ახალი სასწავლო წლისთვის ვაზისუბანში ინფრასტრუქტურას  აწესრიგებს

ისნის რაიონის გამგეობა ახალი სასწავლო წლისთვის ვაზისუბანში ინფრასტრუქტურას აწესრიგებს

ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით, ვაზისუბანში არსებულ საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაგა-ბაღებთან ახლომდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება დაიწყო. 

მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გააცნო. 

კახა ლაბუჩიძის თქმით, შანდორ პეტეფის ქუჩაზე N157 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლამდე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბე ეწყობა. რაიონის გამგეობას დაგეგმილი აქვს კიბემდე მისასვლელი ბილიკის მოწყობაც, რაც მოსწავლეებს გადაადგილებას გაუადვილებს. 

კიბე ეწყობა კიდევ ორ მისამართზე - ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, III კვარტლის N5 კორპუსთან და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N6 კორპუსთან მდებარე N163 საბავშვო ბაგა-ბაღთან, სადაც კიბესთან ერთად, ცენტრალური გზის მხრიდან, ახალი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ამავე მისამართზე, მოსახლეობის თხოვნით, ბაღის შესასვლელთან არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება, რათა საჯარო დაწესებულებისა და საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდეს. გამგეობა უახლოეს დღეებში კორპუსის ეზოს კეთილმოწყობას დაიწყებს და გზა მთლიანად მოასფალტდება.