ზურაბიშვილი ძმები გაჩეჩილაძეების მის გვერდით გამოჩენას არ გამორიცხავს

ზურაბიშვილი ძმები გაჩეჩილაძეების მის გვერდით გამოჩენას არ გამორიცხავს

სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი საარჩევნო კამპანია ძმებმა გაჩეჩილაძეებმა დააფინანსონ.

პარალელურად სალომე ზურაბიშვილი უახლოეს მომავალში "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასაც აანონსებს.

„არავინ არის ჩართული იმ მხრივ, რომ ჩემი საარჩევნო ფონდი ახლახან შეიქმნა, მე ვარ ჯერჯერობით ერთადერთი დამფინანსებელი ამ ფონდში, ჩემი პირადი დანაზოგით ვინ იქნება ხვალ და, როცა იქნება ამას ძალიან საჯაროდ ვიტყვი არაფერი დასამალი არ არის. თუ იქნებიან გაჩეჩილაძეები მივესალმები, თუ იქნებიან სხვები ამასაც მივესალმები,“-ამბობს ზურაბიშვილი.