სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ადასტურებს. გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა.