თუ მერკელს ყველაფერში თავს დავუქნევთ და ვეტყვით, რომ არ შევაწუხებთ ჩვენი არსებობით, მაშინ აღარასდროს ჩამოვა და ჩათვლის, რომ გინდ ყოფილა საქართველო, გინდა არა

თუ მერკელს ყველაფერში თავს დავუქნევთ და ვეტყვით, რომ არ შევაწუხებთ ჩვენი არსებობით, მაშინ აღარასდროს ჩამოვა და ჩათვლის, რომ გინდ ყოფილა საქართველო, გინდა არა

ჩვენ თუ მერკელს თავს დავუქნევთ ყველაფერში, ვეტყვით, რომ ხმას არ ამოვიღებთ და არ შეგაწუხებთ ჩვენი არსებობით, მაშინ ალბათ, აღარასოდეს ჩამოვა და იტყვის, რომ გინდ ყოფილა საქართველო, გინდა არა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, მერკელის ვიზიტს საქართველოს მთავრობა კონკრეტული ინიციატივებით უნდა შეხვდეს. 

„ვიზიტი კარგია, რადგან გერმანიასთან ორმხრივ ურთიერთობაში აშკარად გვიჭირს. რამდენად გამოიყენებს ჩვენი მთავრობა ამას, ვნახოთ. თუ ჩვენი მთავრობა დაჯდება, ყველაფერზე თავს დაუქნევს და არანაირ ინიციატივას არ შესთავაზებს, გერმანიის პოზიცია ხომ იცით, რაც არის - საქართველოსთვის ახლა არავის სცალია. ამაში თუ დავეთანხმეთ, რა აზრი აქვს მის ჩამოსვლას? - თუ რაიმე ინიციატივას შევთავაზებთ და გავიტანთ, კარგია. ეს საკითხები უნდა იყოს ორმხრივი და ფართო თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში. ნატო-ში ინტეგრაციას თუ ვახსენებთ, ამით არაფერი გამოვა, უნდა ვესაუბროთ მეტ თანამშრომლობაზე“, - აღნიშნა შარაშენიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23 აგვისტოს ეწვევა.