ჩეჩნეთში 20 აგვისტოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ერთდროულად რამდენიმე თავდასხმა მოხდა. პოლიციელები თავდასხმის სამიზნეები აღმოჩნდნენ გროზნოში და ქალაქ შალიში, რომელიც ჩეჩნეთის დედაქალაქიდან 30 კმ-ში მდებარეობს. თავდასხმების შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, თავდამსხმელები კი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები არასრულწლოვანები იყვნენ.
თავდასხმებზე პასუხიმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯამბულათ უმაროვის თქმით, თავდამსხმელებს შორის ყველაზე უფროსი 17, ხოლო ყველაზე უმცროსი 11 წლის იყო.
გავრცელებული ინფორმაციით მოკლულიან 4 თავდამსხმელი და დაჭრილია ერთი.