ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსკოვისგან პასუხს ელოდება. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში არ არის გამორიცხული, კრემლთან შეანხმების შემდეგ ივანიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენოს, ან მხარი დაუჭიროს ზურაბ აბაშიძეს, რომელიც სწორედ მოსკოვის მიერ მოწონებული კანდიდატი იქნება.

"ნიუპოსტის" წყაროს ცნობით, ივანიშვილსა და კრემლის მესვეურებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და ოლიგარქი გადაწყვეტილების მოლოდინშია. წყაროს ცნობით, მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი პირობა აფხაზეთის საკითხია. არც შამბას განცხადება იყო შემთხვევითი. როგორც "ნიუპოსტს" წყარო უყვება, კრემლის გეგმაა აფხაზებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პირდაპირი მოლაპარკების იმიტაცია შეიქმნას, რის ფონზეც აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი დადგება. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი პირობა კრემლის მხრიდან, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სწრაფვის შეჩერება იქნება.

კანდიდატების დასახელების ვადა 8 სექტემბერს იწურება.

"ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში საკუთარ გადაწყვეტილებას გააცნობს საზოგადოებას და ეს შეიძლება სულც არ იყოს სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.