სოსო ცინცაძე:   დავით უსუფაშვილი სულ ადვილად „გადაუვლის“ სალომე ზურაბიშვილს

სოსო ცინცაძე: დავით უსუფაშვილი სულ ადვილად „გადაუვლის“ სალომე ზურაბიშვილს

 „რეზონანსისათვის“ მიცემულ ინტერვიული პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა თავისი ოპონენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო დებატებში გამოიწვია. „რეზონანსი“ რამდენიმე დღეა ცდილობს გაარკვიოს, მიიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ამ გამოწვევას, თუმცა უშედეგოდ.

რა ფორმატში დათანხმდება სალომე ზურაბიშვილი შევიდეს  დებატებში მის კონკურენტთთან და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს უსუფაშვილი-ზურაბიშვილის ღია პაექრობა, „მთელი კვირა“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს გაესაუბრა.

„ძალიან მეეჭვება, რომ სალომე ზურაბიშვილი ვინმეს დებატებზე დათანხმდეს. ეს კიდევ ერთხელ იქნება თვითლუსტრაცია, სადაც უკვე რიგითი ამომრჩეველისთვის უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მისი საუბრის ფორმა, ვიდრე შინაარსი. 

„მას არ შეუძლია ნორმალური, თავშეკავებული, ტაქტიანი საუბარი და პირველსავე მწვავე რეპლიკასა თუ შეკითხვაზე აუცილებლად გადავა „დაუკრეფავში“.

„რაც შეეხება მეორე მხარეს - დავით უსუფაშვილს, დიდი პოლემისტი არც ის არის, თუმცა არგუმენტირებული, დამაჯერებლი ტონით და საუბრით ის ყოველგვარი დაძაბულობისა და ძალისხმევის გარეშე ადვილად „გადაუვლის“ სალომე ზურაბიშვილს, მისი ჩიქორთული ქართულით და ნულოვანი პოლიტიკური რესურსით“, - განაცხადა „მთელ კვირასთან“ სოსო ცინცაძემ.