თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსისა და „კამაზის“შეჯახების შედეგად სტავროპოლის ოლქში დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსისა და „კამაზის“შეჯახების შედეგად სტავროპოლის ოლქში დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სულ ავარიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 40 მგზავრი იმყოფებოდა. დაიღუპა 2 ადამიანი. 9 დაშავებული, მათ შორის 2 ბავშვი გადაყვანილია ქალაქ ნევინომისკის საავადმყოფოში, 8 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი - ქალაქ პიატიგორსკის საავადმყოფოში. დანარჩენ მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე სპეციალურად გამოგზავნილი ავტობუსი მიიყვანს.