ირანის მხარეს უკვე ეცნობა, რომ აეროპორტში ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედება არ გამოვლენილა

ირანის მხარეს უკვე ეცნობა, რომ აეროპორტში ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედება არ გამოვლენილა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა მიმართ მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ დასტურდება.

“ქართული მხარისთვის ირანის დიპლომატიური არხებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. 

ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა. 

პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულია შეხვედრა ირანის ელჩთან სადაც კიდევ ერთხელ გავივლით აღნიშნულ საკითხს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.