„ამ საკითხის დარამტიზირებას არ მოვახდენდი, რადგან შეიძლება ეს ერთეული შემთხვევა იყოს“, - ასეთი აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, თბილისი-ისპაჰანის ავიარესიის შესრულების დროს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გამშვებ პუნქტზე, საბუთების შემოწმების დროს რამდენიმე ირანელ ქალბატონს ჩადრის მოხდას აიძულებდნენ, ეს ინფორმაცია საელჩოს თავად მგზავრებმა მიაწოდეს. ირანის საგარეო უწყებამ საპრტესტო ნოტით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
„ჩვენი კანონმდებლობით ასეთი შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა ევროპის ქვეყნებში ეს აკრძალვა გავრცელებულია უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენში ასეთ ფაქტებს სისტემური ხასიათი არ აქვს და შეიძლება ერთეული შემთხვევა იყოს.
„ამავდროულად, არ არის გამორიცხული რომ ეს უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ. იცით, რომ ტერორიზმის საფრთხე ძალიან მაღალია მთელს მსოფლიოში და სპეცსამსახურებს უნდა ჰქონდეთ იდენტიფიცირების საშუალება, რისი განხორციელებაც ამ შემთხვევაში ჩადრის ქვეშ ძნელია.
„რაც შეეხება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტს, მათთვის ეს სკითხი მნიშანელოვანია და რეაქციაც გასაკვირი არ არის, მაგრამ ირანში რა წესიც არ უნდა იყოს, თუ საჭიროება მოითხოვს და პირის იდენტიფიცირება აუცილებელია, ოპერტიული ინფორმაციის საფუძველზე, სპეცსამსახურის თანამშრომელს ამ მოქმედების განხორციელების საშუალება უნდა მიეცეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.