შესაძლოა პურის საფასური გაძვირდეს - ბუნებრივი აირის მომატებული ფასი

შესაძლოა პურის საფასური გაძვირდეს - ბუნებრივი აირის მომატებული ფასი

ბუნებრივი აირის საფასური დედაქაკაქში ძვირდება. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილება 16 სექტემბრიდან შედის ძალაში.

არსებული ინფორმაციით, გაძვირება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს შეეხება, მოსახლეობისთვის კი გაზის ასაფასური უცვლელი რჩება. გაზის ტარიფი მხოლოდ 15 ათასი კომერციული აბონენტისთვის შეიცვლება და ისინი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80,5 მეათედი იქნება.

თბილისში მოქმედი საწარმოებისთვის ბუნებრივი აირის გაძვირებამ შესაძლოა სხვადასხვა პროდუქტზე ფასის მატენა გამოიწვიოს. მათ შორის პურზე. საცხობების მფლობელები აცხადებენ, რომ ისინი საკუთარ პროდუქციაზე ღირებულების მომატების გარეშე ვერ შეძლებენ მუშაობას.

ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ვიტარება საზოგადოებისთვის პროდუქციაზე გაძვირებულ ფასებს გამოიწვევს.