სერგეი შამბას განცხადებები - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღნიშნულ საკითხს ეხმაურებიან. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოკუპაცია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, სუვერენიტეტი კი დაცული და გარანტირებული იყოს:
„საქართველოს საზღვრები არის აღიარებული და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ფორმატები, სადაც საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან პოლიტიკას და ვფიქრობ, მაშინვე, როგორც კი ოკუპაცია დასრულდება, საქართველო კიდევ უფრო მტკიცე და ჩქარი ტემპით განაგრძობს განვითარებას. განწყობა, რომელიც არის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან იქ უბრალო ადამიანები ხედავენ, რომ იმ მილიტარისტულ რიტოტიკას და საოკუპაციო პოლიტიკას, რომელიც რუსეთს აქვს, მათთვის არ მოაქვს წინსვლა და განვითარება მაშინ, როდესაც ჩვენი ინიციატივით – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, მთლიანად ვუზიარებთ ჩვენს აფხაზ ძმებს როგორც სოციალურ, ასევე საგანანათლებლო და ეკონომიკურ პროგრამებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.