ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დამაკავშირებელი მონაკვეთის - ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგება ხდება. ტერიტორიაზე ასევე, დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

ჭილაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ჭილაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება. უკვე დაწყებულია ბორდიურისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა. ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 12 მისამართზე მიმდინარეობს. პრიორიტეტების მიხედვით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 

გზის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.