მარია ზახაროვა:  აშშ-მ „სუპერმენის“ როლს თავი ვერ გაართვა

მარია ზახაროვა: აშშ-მ „სუპერმენის“ როლს თავი ვერ გაართვა

აშშ-მ თავი ვერ გაართვა „სუპერმენის“ როლს საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. 

მისივე თქმით, „მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მხარს დაუჭერდა აშშ-ს განსაკუთრებულობის კონცეფციას, თუ აშშ რეალურად მოუტანდა მსოფლიოს სტაბილურობას და კონფლიქტების თავიდან აცილებას“.

„ვინ იქნებოდა ამის წინააღმდეგი? ეს ხომ უდიდესი პოლიტიკური, ფინანსური და მორალური პასუხისმგებლობაა - იყო ის „სუპერმენი“, რომელიც დასახმარებლად მოფრინავს, გეხმარება და შემდეგ მიფრინავს“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ-მ თავი ვერ გაართვა ამგვარ როლს.

„პირიქით, უფრო მეტი კონფლიქტი გაჩაღდა და ეს კონფლიქტები უფრო მასშტაბური გახდა“, - დასძინა მან.