ნინო ბურჯანაძემ Россия 1-ის მიერ აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მომზადებულ პროპაგანდისტულ სიუჟეტში ომის დაწყებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. მისი თქმით, მიუხედავას იმისა, რომ მას მსგავსი განცხადებების გამო ქვეყნის მოღალატედ აცხადებენ, აუცილებელია სიმართლის თქმა თუ ქართველ ხალხს სურს ურთიერთობების აღდგენა ოსებთან და აფხაზებთან და ურთიერთობის დალაგება რუსეთთან:
"მე არ შემეშინდა მეთქვა, რომ ამ ომის დაწყებაში მთავარი დამნაშავედ სააკაშვილს ვთვლი. ამ განცხადებების გამო საქართველოში ლამის ლინჩის წესით გამასამართლეს და ქვეყნის მოღალატედ გამომაცხადეს, მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებელია სიმართლის თქმა, თუ გვინდა, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან, თუ გვსურს ურთიერთობის დალაგება რუსეთთან.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.