მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში  ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მესამე მასივში, კალაუბნის N36ა და N38 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. 

საგზაო სამუშაოები ხორციელდება ზემო პლატოს N40 კორპუსის მიმდებარედაც. აღნიშნულ მისამართზე წყალარინების სისტემა უკვე მოწესრიგდა და ამჟამად, კორპუსის სართულშუა ნაპრალების ამოვსება ხდება. 

გზის მოწესრიგება მიმდინარეობს ასევე, მესამე მასივის მე-6 კვარტლის N7 და N13 კორპუსის მიმდებარედ, რომლის ფარგლებშიც, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა.  საგზაო სამუშაოები ხორციელდება ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგშიც, სადაც N176 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა და ტროტუარი წესრიგდება.

სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მესამე მასივში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.