2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით და ის, რაც მოხდა, მოულოდნელიც კი იყო, - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მარკ სიმაკოვსკიმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის მთავრობას შეეძლო, რომ სათადარიგო გეგმებით უკეთესად მომზადებულიყო.

„7-8 აგვისტოს განვითარებული მოვლენები კულმინაცია იყო იმ წარმოუდგენელი ზეწოლისა, რომლის ქვეშაც რუსეთის ფედერაციას საქართველო თვეების და ვიტყოდი, რომ წლების განმავლობაში ჰყავდა მოქცეული. 

ამერიკის მთავრობას მიაჩნდა, რომ რუსეთის ფედერაცია საბაბს ეძებდა საქართველოზე დარტყმა მიეტანა და მისი ნატოსკენ სვლისთვის ხელი შეეშალა. ეს ძალიან რთული და დელიკატური თამაში იყო. მახსოვს, მაშინდელი თავდაცვის მდივანი [ბობ] გეიტსი, კონფლიქტამდე საქართველოს მთავრობის წევრებს რამდენჯერმე ესაუბრა იმის საჭიროებაზე, რომ შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და არ გამოხმაურებოდნენ რუსეთის პროვოკაციებს, რადგან საქართველო რუსეთთან კონფლიქტს თავს ვერ გაართმევდა და ამ ომს ვერ მოიგებდა. ეს საუბრები უმაღლეს დონეზე ხდებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოში შეჭრაზე და საქართველოს ისეთ პროვოკაციაზე წამოგებაზე, რომელიც ქვეყანაში შეჭრისთვის გამოიყენეს. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით და ის, რაც მოხდა, მოულოდნელიც კი იყო. ვფიქრობ ამერიკის მთავრობას შეეძლო უკეთესად მომზადებულიყო სათადარიგო გეგმებით იმისთვის, რაც მოხდა”, - განაცხადა მარკ სიმაკოვსკიმ.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ამერიკა და დასავლეთი მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში რეაგირება მოახდინოს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხობს, რომ თუ კრიზისი ნატოსა და რუსეთს შორის მდებარე რუხ ზონაში გაჩნდება, ადმინისტრაცია ამისთვის მოუმზადებელი იქნება.

„ვფიქრობ, ადმინისტრაცია უფრო ადეკვატურადაა მომზადებული ნატოს წევრ ქვეყნებში კრიზისის სცენარისთვის თავის გასართმევად. მაგრამ თუ კრიზისი მოხდა ნატოსა და რუსეთს შორის მდებარე რუხ ზონაში, ვფიქრობ ადმინისტრაცია ამისთვის მოუმზადებელი იქნება. ვფიქრობ, ადმინისტრაცია უფრო ადეკვატურადაა მომზადებული ნატოს წევრ ქვეყნებში კრიზისის სცენარისთვის თავის გასართმევად. მაგრამ თუ კრიზისი მოხდა ნატოსა და რუსეთს შორის მდებარე რუხ ზონაში, ვფიქრობ ადმინისტრაცია ამისთვის მოუმზადებელი იქნება. არ მგონია რუსეთს ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ დასავლეთთან კონფლიქტი დაიწყოს, თუმცა, თუ მოხდა ისეთი კონფლიქტი, ვფიქრობ რუსეთი იგრძნობს იმას, რომ დასავლეთში მჭიდრო ერთიანობა არ არის და შესაბამისად არც ადეკვატური რეაქცია იქნება დასავლეთის მხრიდან“, - განაცხადა სიმაკოვსკიმ.