ხაჯიმბა: უნდა თუ არა ეს საქართველოს, მატარებლები მაინც ივლიან

ხაჯიმბა: უნდა თუ არა ეს საქართველოს, მატარებლები მაინც ივლიან

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა "იზვესტიასთან" აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

"მატარებლები აუცილებლად ივლიან, უნდა თუ არა ეს საქართველოს. რკინიგზამ მუშაობა უნდა დაიწყოს. ახალი მდგომარეობა მოითხოვს, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ ეკონომიკურ სფეროში კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგრამ საქართველო ეკონომიკურ საკითხებს პოლიტიკად აქცევს.

რკინიგზის გამოყენება იქნებოდა დამატებითი მხარდაჭერა "რესპუბლიკისთვის", მაგრამ თბილისს არ უნდა გააძლიეროს აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ეკონომიკური კუთხით", - განაცხადა ხაჯიმბამ.