სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებას“ მხარდაჭერას სთხოვს

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებას“ მხარდაჭერას სთხოვს

დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა საინიციატივო ჯგუფის სახელით განაცხადი ცოტა ხნის წინ შეტანა.

საინიციატივო ჯგუფში 12 ადამიანია, მათ შორის არიან: რეჟისორი თემურ ბაბლუანი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია, მოდელი თაკო ჩხეიძე, მსახიობები და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭირო ხელმოწერების შეგროვებას ხვალიდან იწყებს, საარჩევნო კამპანიას კი, ოფიციალურად ხუთშაბათს, 16 აგვისტოს დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყებს.

„ყველა ჩვენი მხარდამჭერი თბილისში და რეგიონებში დაიწყებენ ამ ხელმოწერების შეგროვებას ჩემი ჩართულობით. მეც ვივლი იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა, რომ მეც დავეხმარო ამ ხელმოწერების შეგროვებაში.

"ვიწყებ ჩემ კამპანიას ოფიციალურს, გარდა ამ ხელმოწერებისა, რომელიც ხვალვე დაიწყება თბილისში. ვიწყებ ხუთშაბათს დიდ ჯიხაიშში, რომელიც ზოგმა იცის და ბევრმა უნდა იცოდეს, არის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ადგილი და მე მგონია, რომ სწორია, რომ იქიდან დავიწყო ჩემი კამპანია და იქიდან განვაცხადო, თუ რა იქნება ჩემი პრეზიდენტობის ხედვა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია მას მხარს დაუჭერს.

„ადრეც ვთქვი, რომ „ქართული ოცნების" მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ეს მხარდაჭერა იქნება", - დასძინა მან.

მმართველმა პარტიამ კი სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ, დისტანცია დაიკავა.