ვაშაძე მოსახლეობას: „თქვენს და 400 ლარიან პენსიას შორის ბიძინა ივანიშვილი დგას“

ვაშაძე მოსახლეობას: „თქვენს და 400 ლარიან პენსიას შორის ბიძინა ივანიშვილი დგას“

„თქვენს და 400 ლარიან პენსიას შორის „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი დგას", - ასე მიმართა „ნაციანალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელიც პენსიის მომატებას ითხოვდა.

როგორც გრიგოლ ვაშაძე ამბობს, დღეს ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა, ეს ყველაფერი კი, არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

„ვისაც ველაპარაკებით, ყველგან ერთიდაიგივე გვესმის - ქართველს შია, წყურია, არ აქვს ჯანდაცვა, არ აქვს წამალი, არ აქვს შემოსავალი, არ აქვს სამუშაო ადგილი და იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში. ლაპარაკი, ფეისბუქში ყოფნა, ტელეფონში ჩივილი ქართველებმა კარგად ვიცით, მივიდეთ ამ საარჩევნო უბანზე, იმიტომ, რომ ხალხის რაოდენობას არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გავისტუმროთ ეს ხელისუფლება", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.