სოფელ კოდასთან, საოკუპაციო ზოლთან, რუსმა ოკუპანტებმა სათვალთვალო მოწყობილობა დააყენეს.
მონოკულართან რუსი სამხედროები მორიგეობენ და ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს უთვალთვალებენ.
მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლების თქმით, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები ხშირად გადმოდიან.
„შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავს. თუ ეს აქტივობა ისევ გაგრძელდა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ისინი შემდგომი აქტიურობისთვის ემზადებიან და ხელახალი ოკუპაციის გასაგრძელებლად,“ - განაცხადა ჟურნალისტმა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” წევრმა, ლაშა ბერულავამ.
ე.წ. საზღვართან კი ქართველებს რამდენიმე მეტრით მიახლოებაც კი ეკრძალებათ. ქართველი აქტივისტები ტერიტორიაზე უკვე ორი თვეა პატრულირებენ.