"სამაგალითო დასჯა-საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები"-ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტში საუბარია სისხლის სამართლებრივი ნარკოპოლიტიკის გავლენაზე ნარკოდამოკიდებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე.
Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორის თქმით, ანგარიში 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა, სადაც დეტალურადაა ასახული ნულოვანი ტოლერანტობის დროს არსებული ნარკოპოლიტიკა და შემდგომი ნაწილობრივი ლიბერალიზაცია.