აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო გემი, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემითაა აღჭურვილი, შავ ზღვაში შევიდა

აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო გემი, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემითაა აღჭურვილი, შავ ზღვაში შევიდა

აშშ-ს საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი Carney, რომელიც Aegis-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემითაა აღჭურვილი, შავ ზღვაში შევიდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

მე-6 ფლოტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გემი შავ ზღვაში შევიდა, რათა „ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციები განახორციელოს და ასევე რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების ფლოტებთან თავსებადობა გააძლიეროს“. 

„საესკადრო ნაღმოსანი Carney-ის შესვლა შავ ზღვაში ცხადყოფს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით ჩვენს თანმიმდევრულ მხარდაჭერას. ის დრო, რომელსაც შავ ზღვაში გავატარებთ, დაგვეხმარება რეგიონის სხვა ფლოტებთან თავსებადობის გაზრდაში და ასევე პარტნიორ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლაში“, - განაცხადა საესკადრო ნაღმოსანი Carney-ის მეთაურმა ტაისონ იანგმა.