სროლა მანჩესტერში - დაჭრილია 10 ადამიანი

სროლა მანჩესტერში - დაჭრილია 10 ადამიანი

მანჩესტერში, მოს საიდის რაიონში, სადაც „კარიბის კარნავალი“ მიმდინარეობდა, სროლა ატყდა. შედეგად ათი ადამიანი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ეს რაიონი უკვე წლებია ნარკოდილებისა და იარაღით მოვაჭრეების დიდი რაოდენობით არის ცნობილი.

შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა მიმდინარეობს. პოლიცია მოწმეებს კითხავს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ათვალიერებს.