საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარის თქმით „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ აღზევებას და თუ მმართველ პარტიაში ამას ვერ ხვდებიან, ამას უკვე არაფერი ეშველება, - ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს.
მისივე შეფასებით, ზურაბიშვილს დამოუკიდებლად არჩევნების მოგება გაუჭირდება, რადგან არც საკუთარი პარტიული სტრუქტურები და არც საარჩევნო ბრძოლის გამოცდილება არ აქვს.
„ანალიტიკოსებში გავრცელდა ასეთი მოსაზრება, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსწონს დავით ბაქრაძე და შეიძლება მას აწყობს კიდევაც ეს ყველაფერი. მეეჭვება, რომ ბაქრაძეს ეს აწყობდეს; პირველ რიგში ბაქრაძეს გაუჭირდება გამარჯვება, რადგნ იგი აღიქმება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფიგურა და რეალურადაც, ბაქარაძე გაატარებს იმ ზოგად კურს, რომელსაც „ნაციონალების“ დაცვა ჰქვია.
„თუ „ქართულ ოცნების“ დღევანდელ ხელმძღვანელობაში ვერ ხვდებიან, რომ ზურაბიშვილისთვის უარის თქმით ისინი ხელს შეუწყობენ „ნაციონალური მოძრაობის“ აღზევებას, ამას უკვე აღარაფერი ეშველება.
„საზოგადოებაში მკაფიო კრიტიკული დამოკიდებულება არსებობს, რომ მმართველი პარტია ლოიალური იყო „ნაციონალებთან“ ურთიერთობაში და თუკი „ოცნებამ“ ეს ნაბიჯი გადადგა, მას მხარდამჭერები საგრძნობლად შეუმცირდება“, - განაცხადა საყვარელიძენ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას „ოცნების“ წევრთა ნაწილი ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას და აცხადებს, რომ მმართელმა პარტიამ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მხარდაჭერა გადაიფიქროს.