ეგვიპტეში ტერორისტი ეკლესიაზე თავდასხმისას მოკლეს

ეგვიპტეში ტერორისტი ეკლესიაზე თავდასხმისას მოკლეს

ეგვიპტეში, კაიროსთან ახლოს, შუბრა-ელ-ჰეიმას ეკლესიაში თავის აფეთქება ისლამური სახელწიფოს მებრძოლმა სცადა, თუმცა ეგვიპტის უშიშროების ძალებმა ის მოკლეს. ამის შესახებ Al Arabiya წერს.

ტერორისტს ქამარზე ჰქონდა დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუმცა მისი ამოქმედება ვერ მოასწრო. მისი ლიკვიდაციისას ორი ადამიანი დაშავდა.

ეგვიპტური ტაძრები ბოლო დროს, ხშირად ხდება ისლამური სახელმწიფოთ თავდასხმის სამიზნე.

რამდენიმე დღის წინ ეგვიპტელმა სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფების ხუთი წევრი მოკლეს.