კონსტანტინე გამსახურდიას აინტერესებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რატომ ამართლებდა ის გამსახურდიას ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას და რატომ უწოდებდა პირველ პრეზიდენტს დიქტატორს.
საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ, 1992 წელს, გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ის პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმურს უწოდებს. მაშინ, ზურაბიშვილი ამ გამოცემაში სტატიებს რამდენიმე ფსევდონიმით აქვეყნებდა. სტატიაში „საქართველოს საკითხი“, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლებას დამხობას ლეგიტიმურად მიიჩნევს, გამსახურდიას დიქტატორად მოიხსენიებს და მას სისხლიან მმართველობაში ადანაშაულებს.
კონსტანტინე გამსახურდია "რუსთავი 2"-თან ამბობს, რომ პოლიტიკური გზავნილებით, რომელიც პარიზში მცხოვრებ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა, ის საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობდა გაემართლებინა და მხარი დაეჭირა, კიტოვანი-იოსელიანის დაჯგუფებისთვის.
ზურაბიშვილის განმარტებებს ელოდება გამსახურდიას მთავრობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძეც. იგი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი, 92 წლის გზავნილებით არა ზვიად გამსახურდიას, არამედ საქართველოს და მის სახელმწიფოებრიობას ებრძოდა.