თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, შავშვებთან, მსუბუქი ავტომანქანის, „ოპელის“ მძღოლი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე, რომელიც ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებში მყოფ მგზავრებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე მოძრავ 7 ავტომანქანას მუხრუჭმა უმტყუნა და ერთმანეთს შეეჯახნენ.
მომხდარი ფაქტის გამო, ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ამ წუთებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მომხდარი ავარიის გამო კი მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.