ბანკების

ბანკების "შავი სია" უქმდება - ეროვნულმა ბანკმა ახალი რეგულაციაც მოამზადა

"შავი სია" უქმდება, მსესხებლებს კი შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი საკრედიტო ისტორია გამოასწორონ. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა ახალი რეგულაციაც მოამზადა, მაგრამ სამომავლოდ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაც იგეგმება. სებ-ში "გაშავებული" მსესხებლებისთვის საკრედიტო ისტორიის ბოლომდე გასუფთავებას კონკრეტულად არ ადასტურებენ, თუმცა პირად საუბარში აცხადებენ, რომ ცვლილებაზე მუშაობა მიმდინარეობს.