კრემლის პრესკიპერი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ასამოქმედებელ საქნციებს ეხმიანება და მას „არალეგალურს“ უწოდებს. ამის შესახებ CNBC წერს.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის ნაბიჯი - სანქციების ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკთან“ დაკავშირება „კატეგორიულად მიუღებელია“. კრემლი ბრალდებებს უარყოფს და საქმესთან კავშირს გამორიცხავს.
8 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სოლსბერიში სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლის დადასტურების შემდეგ აშშ-ი რუსეთს სანქციებს დაუწესებდა. შეზღუდვების ახალი პაკეტი სავარაუდოდ 22 აგვისტოდან ამოქმედდება.
ყოფილი რუსი, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს სოლსბერიში იპოვეს.
რამდენიმე თვიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სკრიპალები გამოჯანმრთელდნენ, თუმცა კვლავ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
დიდი ბრიტანეთში ეს "ნოვიჩოკით "მოწამვლის უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე გადარჩა და ჩარლი როული გონს მოვიდა.
7 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთისგან იმ ორი ადამიანის ექსტრადიციის მოთხოვნას აპირებს, რომლებიც სოლსბერისა და ეიმსბერიში "ნოვიჩოკით" ადამიანების მოწამვლაში არიან ეჭვმიტანილები.