ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით არის ცალსახა - რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა აგრესია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს მიმართავს, რომ მათი მამები გმირები არიან.
„ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით არის ცალსახა - რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა აგრესია, საქართველოს ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია და რუსი ჯარისკაცები აქ უკანონოდ იმყოფებიან. მინდა ვუთხრა ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს - თქვენი მამები იცავდნენ სამშობლოს. ისინი გმირები არიან“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.