სამგორში ორი ახალი სპორტული მოედანი ეწყობა

სამგორში ორი ახალი სპორტული მოედანი ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას დამატებით, ორ მისამართზე ახორციელებს. ლილოს დასახლებაში, სადგურ ლილოში ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. 

450 კვ.მ ფართობის მოედანთან, სხვა შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად, გარე განათების ქსელიც დამონტაჟდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 68 060 ლარია.

ახალი სპორტული მოედანი ეწყობა ქვემო სამგორშიც. ქინძმარაულის შესახვევში, N1 კორპუსის მიმდებარედ განთავსებული მოედანიც 450 კვ.მ ფართობის იქნება. პროექტის ღირებულება 50 000 ლარია.

ქინძმარაულის შესახვევში მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად გაეცნო. 

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, 12 ახალი სპორტული მოედნის მოწყობა უკვე დაასრულა.