ჩვენთვის მთავარია შევაჯეროთ მიღებული ინფორმაცია, გავაანალიზოთ და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნები

ჩვენთვის მთავარია შევაჯეროთ მიღებული ინფორმაცია, გავაანალიზოთ და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნები

ჩვენთვის მთავარია შევაჯეროთ მიღებული ინფორმაცია, გავაანალიზოთ და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ანრი ოხანაშვილმა სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა. კომისიის წევრები ამ წუთებში საქმეზე მსჯავრდებულებს კითხავენ. 

"ჩვენი მთავარი ამოცანაა დავსვათ ის შეკითხვები, რომელიც მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის. ჩვენ ვაგროვებთ მთელ რიგ ინფორმაციას, გამოვკითხეთ მოწმეები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ჩვენთვის მთავარია შევაჯეროთ ეს ინფორმაცია, გავაანალიზოთ და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნები", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.