სამხრეთ ოსეთი სირიის დახმარებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან კონტაქტები დაამყაროს

სამხრეთ ოსეთი სირიის დახმარებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან კონტაქტები დაამყაროს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი სირიის დახმარებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა კონტაქტები დაამყაროს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან“. 

„სირია სამხრეთ ოსეთს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობს ცხინვალის ინტერესების წინ წაწევას რეგიონის სხვა ქვეყნებში, რომელთანაც სირიას მეგობრული ურთიერთობები აქვს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საუბარია თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროებში. 

„სირიის გარდა, ჩვენს დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებიც აღიარებენ. სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო“, - აღნიშნა მან.