სირიის საკითხზე თურქეთის,საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით სამიტი გაიმართება

სირიის საკითხზე თურქეთის,საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით სამიტი გაიმართება

7 სექტემბერს, თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების სამიტი გაიმართება, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ შევხვდებით და განვიხილავთ საკითხს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ რეგიონში“, - განაცხადა ერდოღანმა.

მანვე აღნიშნა, რომ აპირებს რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობის გაგრძელებას და დასძინა, რომ ამ ფორმატს სტამბოლში დაგეგმილ სამიტთან არავითარი კავშირი არ გააჩნია.