აკაკი ზოიძე: არ მგონია, რომ პარლამენტში „ჰესბოლას“ ჯგუფი გვყავდეს

აკაკი ზოიძე: არ მგონია, რომ პარლამენტში „ჰესბოლას“ ჯგუფი გვყავდეს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თუ ფიქრობს, რომ უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ებრძვიან, ეს მხოლოდ ქუცნაშვილის შეფასებაა. ასე უპასუხა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვით „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პარლამენტის თავმჯდომარეს. 
„არ ვიცი, ეს ბატონი ზაქროს შეფასებაა. არ მგონია, რომ „ჰესბოლას“ ჯგუფი გვყავდეს პარლამენტში. შეიძლება საყვედური გამოთქვა გარკვეული საქციელისა და გამონათქვამების გამო, მაგრამ არ მგონია, ტერორისტული ჯგუფი გვყავდეს პარლამენტში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.