არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში

არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში

არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული

ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ საპრეზიდენტო კანდიდატზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდში კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვოლსკის თქმით, "ქართულ ოცნებაში" ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კანდიდატი გუნდიდან ამოიწიოს.

"ვერაფერს დაგიდასტურებთ დღესდღეობით. მიმდინარეობს კონსულტაციები. არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილად ვერაფერს გეტყვით. პერსონალიზაცია არ მომხდარა გუნდში. ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რათა კანდიდატი პარტიის რიგებიდან იყოს წამოწეული. არსებობს ასევე მყარი და საინტერესო მოსაზრება, რომ პარტიას გააჩნია მართვის მყარი ბერკეტები და ამას დაბალანსება სჭირდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.