NDI - სხვადასხვა უწყებების მიერ დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის ინცინდენტების გამოძიების დაუსრულებლობას საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს

NDI - სხვადასხვა უწყებების მიერ დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის ინცინდენტების გამოძიების დაუსრულებლობას საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს

“ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) შეფასებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის ინცინდენტების გამოძიების არდასრულება დაუსჯელობის გზავნილს აგზავნის და საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს.

ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას დელეგაციის წევრებმა დღეს გააცნეს.

“საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო უმეტესწილად საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უწყობს ხელს. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემები, რომელიც ამ მთავრობის უფლებამოსილების ვადას სცილდება, კვლავ გადაუწყვეტელი რჩება. ეს გამოწვევები ორ, ურთიერთგადაჯაჭვულ სფეროდ შეიძლება დაიყოს: რესურსები და დაშინება. რესურსების გამოწვევა კამპანიისთვის არათანაბარ შემოწირულობებს და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას გულისხმობს - ორივე მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის (თუმცა იშვიათი) ინციდენტების გამოძიების არდასრულება დაუსჯელობის გზავნილს აგზავნის და საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს. მმართველი პარტია და ოპოზიცია ამ გამოწვევების მასშტაბებზე ვერ თანხმდება. 

დამატებით გამოწვევებს ასევე წარმოადგენს: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება, ხმების დათვლის და ბიულეტენების შეჯამების პროცედურების დამატებითი განმარტება და საჩივრების განხილვა. მათი გადაწყვეტა სამართლებრივი და პროცედურული ღონისძიებების გატარებით არის შესაძლებელი“, - ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ 23-27 ივლისის პერიოდში საქართველოს „ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის“ წევრები სტუმრობდნენ.