მაქსიმალურად უნდა შეჩერდეს რეგიონებში ტყეების ჭრა და გაცემული ნებართვები და ლიცენზიები გადაიხედოს

მაქსიმალურად უნდა შეჩერდეს რეგიონებში ტყეების ჭრა და გაცემული ნებართვები და ლიცენზიები გადაიხედოს

მნიშვნელოვანია დავივიწყოთ ტყე როგორც რესურსი, -ამის შესახებ ორგანიზაციის "საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი წყალმარეგულირებელი, ასევე დიდი როლი და ფუნქცია აკისრია მეწყერებისა და წყალდიდობების წინააღმდეგ. შესაბამისად, ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა ტყე "დაცვითი ფუნქციით" იქნას გამოყენებული.

ჩხობაძის განცხადებით, მისაღებია პრემიერის პოზიცია, რომ ტყეების დაცვა მოხდეს ეკონომიკური აქტივობებით. თუმცა, მისი თქმით, მიუღებელი იყო რეგიონში სპეცრაზმის შეყვანა, რადგან არსებობდა მოლაპარაკების და დიალოგის რესურსი.

"ვთვლი, რომ საჭირო არ იყო სპეცრაზმის გამოყენება და შეიძლებოდა დიალოგი. თუმცა ამასთანავე, მივიჩნევ, რომ მაქსიმალურად უნდა შეჩერდეს რეგიონებში ტყეების ჭრა და გადაიხედოს გაცემული ნებართვები და ლიცენზიები.
დღეს 5 გრადუს დახრილობის მქონე ზედაპირზე პირწმინდად ჭრა დაშვებულია. ეს უნდა შეიცვალოს. ამასთან, საყურადღებო და მისაღებია პრემიერის განცხადება, რომ გადასახადისგან გათავისუფლდეს შემოტანილი ხე-ტყე და მაქსიმალურად დაიბეგროს ადგილობრივი ტყე", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.