თუ საკუთარი კანდიდატი არ გვეყოლება, მე უპირატესობას მივანიჭებდი არა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭრას, არამედ არჩევნებში საერთოდ არჩარევას

თუ საკუთარი კანდიდატი არ გვეყოლება, მე უპირატესობას მივანიჭებდი არა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭრას, არამედ არჩევნებში საერთოდ არჩარევას

პირადად ჩემი აზრია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს - იმ შემთხვევაში, თუ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, მაშინ მე უპირატესობას მივანიჭებდი არა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭრას, არამედ არჩევნებში საერთოდ არჩარევას, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. 

ქუცნაშვილი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მოაზრება არასწორია. როგორც ამ კონტექსტში დეპუტატმა განმარტა, საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სახით სალომე ზურაბიშვილის გარდა, მონაწილეობა შეიძლება მიიღონ აკადემიური, სამეცნიერო თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა.

“თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, ასეთი კანდიდატები სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდებიან. პირადად ჩემი აზრია და მე უპირატესობას იმას ვანიჭებ, რომ “ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს. იმ შემთხვევაში, თუ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, მაშინ მე უპირატესობას მივანიჭებდი არა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭრას, არამედ არჩევნებში საერთოდ არჩარევას“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.