დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის „ერთი-ორი დიქტატორია“

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის „ერთი-ორი დიქტატორია“

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის „ერთი-ორი დიქტატორია“. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ილინოისის შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა 11-12 ივლისს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე ისაუბრა. 

„მედია წერს, რომ მე ცუდად მოვეპყარი ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომ მათ მიმართ პატივისცემა არ გამოვხატე - ეს მეფეები, დედოფლები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ერთი-ორი დიქტატორიც კი“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია თუ ვის გულისხმობდა. 

მისი თქმით, მან ნატო-ს სამიტზე კარგი სამუშაო განახორციელა, თუმცა „მედია ხმას არ იღებს ამაზე“. 

„ნატო-ს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ასობით მილიარდით გაეზარდათ თავდაცვითი ხარჯები. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპის გარეშე ეს ხალხი თავიანთ ანგარიშებს არ იხდიდა, ხოლო ახლა კი იხდიან“, - განაცხადა მან.