აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს

აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს

აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ განუცხადა.

„პრეზიდენტი ელოდება თუ როდის დაბრუნდება პასტორი ბრანსონი ამერიკაში. თუ ეს არ მოხდება, თურქული მხარე სანქციების დაწესებას უნდა ელოდოს“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთს მნიშვნელოვან სანქციებს დაუწესებს ამერიკელი პასტორის დაპატიმრების გამო და ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ. 

პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად ედება კავშირი თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან.