არსებული ინფორმაციით, ორის გარდა ყველა გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

არსებული ინფორმაციით, ორის გარდა ყველა გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

არაოფიციალური ინფორმაციით, გუბერნატორების უმრავლესობა თანამდებობას ტოვებს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველა სახელმწიფო რწმუნებულის გათავისუფლებას გეგმავს, გარდა ორისა. 

არსებული ინფორმაციით, თანამდებობებს მხოლოდ კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორები - ირაკლი ქადაგიშვილი და არჩილ ჯაფარიძე შეინარჩუნებენ. 

ამასთან, დილიდან უკვე გახდა ცნობილი გურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გადადგომის შესახებ.