წარმოდგენილ გუნდში ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა“ სერგო რატიანმა პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული მინისტრთა კაბინეტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ გუნდს არ ექნება რეფორმების გატარების ძალა და შესაძლებლობა.
,,პრემიერის მიერ წარმოდგენილ გუნდში ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სახეებს, პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს. ეს გარკვეულწილად, ტექნიკური მთავრობის მსგავსია. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და ძალა გაატარონ რეფორმები, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება,’’ - განაცხადა სერგო რატიანმა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.