აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ვაშინგტონის მხრიდან ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერის შესახებ ორპარტიული რეზოლუცია მიიღო. 

კონგრესმენებმა რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში ჰელსინკის პრინციპების დაუფარავი და მასშტაბური დარღვევა დაგმეს.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების შენარჩუნების მნიშვნელობა მანამდე, ვიდრე უკრაინა ყირიმზე საკუთარ სუვერენიტეტს არ აღადგენს, რუსეთი კი მინსკის შეთანხმების სრულ შესრულებას არ უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კონგრესი მხარს უჭერს აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ხალხების დემოკრატიულ მისწრაფებებს.