ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს გიორგი ქობულია დაიკავებს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ქობულია არის ემიგრაციის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი.
„გიორგი ქობულია ორი ათწლეულია მუშაობს გლობალურ საერთაშორიო კომპანია “მაკიზიში” და ის გახლავთ სენიორ პარტნერი ამ ორგანიზაციის. მინდა, ყველას შევახსენო, რომ „მაიკიზის“ სახელთან ასოცირდება მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობით სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, როგორიც არის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელიც შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.