ნატო-რუსეთის ურთიერთობებში პრობლემები არ ნიშნავს, რომ რუსეთის იზოლირება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ნატოს სამიტის ფარგლებში, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“ჩვენ არ ვცნობთ ყირიმის ანექსიას, კიბერსივრცეში ქმედებებს, არჩევნებში ჩარევას, ჩვენ ვნახეთ ინციდენტი სოლსბერიში, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს რუსეთის იზოლირების არგუმენტაციაა. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც დაძაბულობა რუსეთთან მაღალია, საჭიროა დიალოგი”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ალიანსის წევრებისთვის რუსეთის მხრიდან უშუალო საფრთხე არ არის.
“ალიანსის წევრების მიმართ რუსეთის მხრიდან უშუალო საფრთხეს არ ვხედავთ, თუმცა დავინახეთ, თუ როგორ იყენებდა რუსეთი ძალას თავისი მეზობლების - უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ”, - დასძინა მან.