პროკურატურას არ უნდა მართავდეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი

პროკურატურას არ უნდა მართავდეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი

პროკურატურას არ უნდა მართავდეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ნინო გოგნიაშვილმა საპროკურორო საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დღეს საპროკურორო საბჭო ღირსეულ კანდიდატს შეარჩევს.

"მაქვს ჩემეული ხედვა პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, ნდობის ხარისხის ამაღლება, ასევე აკადემიურ წრეებთან დაახლოება. 

რა თქმა უნდა პრობლემები არის. პროკურატურას არ უნდა მართავდეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი, ასევე არ უნდა იყოს ასეთი პირი პროკურატურის სისტემაში“, -განაცხადა ნინო გოგნიაშვილმა.