საპროკურორო საბჭო დღეს მთავარ პროკურორს შეარჩევს

საპროკურორო საბჭო დღეს მთავარ პროკურორს შეარჩევს

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭო დღეს მთავარ პროკურორს შეარჩევს. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი უნდა წარუდგინოს. ესენი არიან: შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.

საპროკურორო საბჭოს წევრები თითოეულ კანდიდატს გაესაუბრებიან და მათ ხედვებს გაეცნობიან. გასაუბრების დასრულების შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართება. საპროკურორო საბჭოს წევრები თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრიან კენჭს.

შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პროკურორი.