პატრიარქი სოფელ ხადაში მომხდარი მკვლელობის გამო ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

პატრიარქი სოფელ ხადაში მომხდარი მკვლელობის გამო ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე სოფელ ხადაში მომხდარი მკვლელობის გამო ამერიკელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახის ახლობლებს უსამძიმრებს. 

როგორც პატრიარქის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც გახშირებული მძიმე დანაშაულებების მიუხედავად, ხალხს მწვავე რეაქცია ჰქონდა, რადგან ტრაგედიის მსხვერპლი იყო მთელი ოჯახი.

„6 ივლისს სოფელ ხადაში დატრიალებულმა უბედურებამ ჩვენი საზოგადოება შეძრა. მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც გახშირებული მძიმე დანაშაულებების მიუხედავად, ხალხს მწვავე რეაქცია ჰქონდა, რადგან ტრაგედიის მსხვერპლი იყო მთელი ოჯახი, მითუმეტეს, სტუმრად მყოფი ოჯახი. ვუერთდები საერთო განწყობას და საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას მომხდარის გამო და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს და ამერიკელ ხალხს“, - აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს გაეგზავნა.